Accentnews.ge
ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, მინსკში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, მინსკში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

31/08/2020 06:01:28 მსოფლიო

ადამიანის უფლებების ცენტრის Viasna-ს ინფორმაციით, მინსკში 30 აგვისტოს გამართულ საპროტესტო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობენ ბელარუსის შინაგან საქმეთა უწყებაში. სამინისტროს პრესსპიკერმა ოლგა ჩემოდანოვამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მინსკში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს 140 ადამიანი დააკავეს. მისივე თქმით, სიტუაცია დაწყნარდა და კონტროლს ექვემდებარება.

„ამ დროისთვის, 140 ადამიანია დაკავებული. დემონსტრანტები არასანქცირებული აქციის დროს დააკავეს. სიტუაცია ბევრად უფრო წყნარია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ქუჩებში ნაკლები ხალხია,“- განაცხადა ჩემოდანოვამ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეეგ არ წყდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S