Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა

პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა

30/08/2020 12:51:05 საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S