"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
30/08/2020 11:39:31 საზოგადოება
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარტიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს "ქართული ოცნების" წევრებთან შეხება არ ჰქონია.
"გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპზე, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ქალბატონი ხშირად არ იმყოფებოდა ოფისში, მას პოლიტიკოსებთან შეხება არ ჰქონია", - აცხადებენ მმართველი გუნდის პრესსამსახურში.
ცნობისთვის: 30 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 1469 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 1221 პირი გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა.


