Accentnews.ge
აშშ რუსეთის საჰაერო ძალებს შავ ზღვაზე სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთის საჰაერო ძალებს შავ ზღვაზე სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს

30/08/2020 11:30:37 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საჰაერო ძალებს სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს. ევროპაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურობამ შავ ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მასში ნათქვამია, რომ რუსული გამანადგურებლები „სახიფათოდ და არაპროფესიონალურად“ მოქმედებდნენ, როცა სცადეს ხელი შეეშალათ ამერიკული ბომბდამშენის მანევრირებისთვის. ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შემთხვევა შავ ზღვაზე 28 აგვისტოს მოხდა. რუსული სამხედრო თვითმფრინავები 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომელიც გეგმიურ საპატრულო ფრენას ახორციელებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S