Accentnews.ge
რუხის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

რუხის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

30/08/2020 06:56:39 საზოგადოება

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას თქმით, რუხის კლინიკაში, ამ დროისთვის ცხრა პაციენტი მკურნალობს.

„ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი აფხაზეთიდან და ერთი საკარანტინე სივრციდან“, – განაცხადა აკობიამ.

30 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S