Accentnews.ge
საქართველოში COVID–19–ის 239 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში COVID–19–ის 239 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

29/08/2020 08:09:09 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, კიდევ ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის კი კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი მკურნალობს, მათგან რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ოთხი კრიტიკული და 16 მძიმე პაციენტი.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთი მძიმედ ფასდება, დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გვყავს 18 დადასტურებული შემთხვევა. არც გაწერილა არავინ და არც ახალი პაციენტი მიგვიღია. მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს, მათგან ერთი ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ერთი კი მძიმე პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S