მედია: 20-მდე ბელარუსი მაღალჩინოსანი სანქციებს დაექვემდებარება
28/08/2020 14:17:31 მსოფლიო
ევროკავშირი 20-მდე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, - იუწყება Associated Press.
გამოცემის ცნობით, განიხილება სიაში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეყვანის საკითხსაც.
„ჩვენ გვაქვს ზოგადი არგუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შედგეს სია და ვინ უნდა იყოს მასში წარმოდგენილი,“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიჩეკმა.
კითხვაზე, უნდა დაუწესონ თუ არა ლუკაშენკოს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები და უნდა გაუყინონ თუ არა აქტივები, პეტრიჩეკმა უპასუხა, რომ ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს.
„ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, ეს პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, თუ მოგვიანებით, თუკი პროგრესი არ იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Associated Press-ის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სიის ეტაპობრივად გაფართოვებას უჭერს მხარს.


