Accentnews.ge
"სანქციების შემთხვევაში ბელარუსის ტერიტორიაზე ენერგოტრანზიტულ მარშრუტებს შევწყვეტ და ლიეტუვის პორტებს ბოიკოტს გამოვუცხადებ, ვნახავ, რას იზამენ"

"სანქციების შემთხვევაში ბელარუსის ტერიტორიაზე ენერგოტრანზიტულ მარშრუტებს შევწყვეტ და ლიეტუვის პორტებს ბოიკოტს გამოვუცხადებ, ვნახავ, რას იზამენ"

28/08/2020 13:19:54 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის სანქციის დაწესების შემთხვევაში დასავლეთს საპასუხო ზომებით ემუქრება.

"სანქციების შემთხვევაში ბელარუსის ტერიტორიაზე ენერგოტრანზიტულ მარშრუტებს შევწყვეტ და ლიეტუვის პორტებს ბოიკოტს გამოვუცხადებ, ვნახავ, რას იზამენ", – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი განიხილავს 20–მდე პირისთვის სანქციების დაწეესების საკითხს, რომელტაც, ორგანიზაციის თქმით, ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები.

ევროპა რუსული გაზით ბელარუსის დრუშბას მილსადენის გავლით მარაგდება.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–20 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S