Accentnews.ge
გერმანია პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს

გერმანია პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს

28/08/2020 11:57:35 მსოფლიო

გერმანია პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. როგორც კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო დამატებითი ღონისძიებების გატარება აუცილებელია.

"ვხედავთ, რომ ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა. გერმანიამ დღემდე წარმატებულად გაართვა თავი პანდემიას, თუმცა ვირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან ასაცილებლად დამატებითო ზომების მიღება აუცილებელია", – განაცხადა მერკელმა.

ახალი შეზღუდვები მოიცავს:

  • საჯარო სივრცეში პირბადის არტარებისთვის პირი 50 ევროთი დაჯარიმდება;
  • 2020 წლის ბოლომდე იკრძალება მასშტაბური თავყრილობები, მათ შორის კონცერტები, სპორტული ღონისძიებები;
  • ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ იმ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც რთული ეპიდსიტუაციაა;
  • გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნდებიან ევალებათ თვითიზოლაცია, სულ მცირე, 5 დღის განმავლობაში და შემდეგ კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთონ;

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღეებია ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 1500 ადამიანი ინფიცირდება.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 240 565 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რაოდენობა 9 359-ს აღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S