Accentnews.ge
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდება– ნათესავები დედას ელოდებიან

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდება– ნათესავები დედას ელოდებიან

28/08/2020 11:13:48 საზოგადოება

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ნათესავები ბავშვის დედის დაბრუნებას ელოდებიან, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ქალი ემიგრაციაში 10 წლის წინ წავიდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ საბერძნეთიდან გამოემგზავრა, თუმცა დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ის თურქმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. ქეთევან აბჟანდაძე სტამბოლის აეროპორტში იმყოფება და დახმარებას ითხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულნი არიან და გამოხატავენ დახმარების მზადყოფნას.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში 11 წლის ბიჭის ცხედარი 23 აგვისტოს საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის მამა. გამოძიების ცნობით, კაცი სისტემატიურად ძალადობდა შვილზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S