Accentnews.ge
უკრაინა ბელარუსთან "ყოველგვარ კონტაქტს" წყვეტს

უკრაინა ბელარუსთან "ყოველგვარ კონტაქტს" წყვეტს

28/08/2020 11:20:54 მსოფლიო

"უკრაინამ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო მინსკთან ყოველგვარი კონტაქტი დროებით შეაჩერა", – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ სიტუაციის განვითარებას ბელარუსში. და ეს კონტაქტები მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც დავრწმუნდებით, რომ ეს კონტაქტები არ გამოიწვევს არც რეპუტაციულ, არც პოლიტიკურ და არც მორალურ დანაკარგს უკრაინისათვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინისა და ბელარუსის „პრეზიდენტებს შორის ამჟამად არ არსებობს არანაირი კონტაქტი და არც იგეგმება".

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–20 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S