Accentnews.ge
მერკელი: "კორონავირუსი არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს ზამთრის პერიოდში"

მერკელი: "კორონავირუსი არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს ზამთრის პერიოდში"

28/08/2020 10:11:14 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ახალი კორონავირუსი ქვეყანაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს ზამთრის პერიოდში.

"სავარაუდოდ, უფრო მეტი რთული თვეები გველის წინ", – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღეებია ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 1500 ადამიანი ინფიცირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 9.7%-ით შემცირდა. ეს ეკონომიკის შემცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია 1970 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური მონაცემის დაანგარიშება დაიწყო.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 240 565 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რაოდენობა 9 359-ს აღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S