Accentnews.ge
ალასკის სანაპიროს მახლობლად რუსულმა წყალქვეშა ნავმა უცნობი მიზეზით ამოყვინთა

ალასკის სანაპიროს მახლობლად რუსულმა წყალქვეშა ნავმა უცნობი მიზეზით ამოყვინთა

28/08/2020 09:31:45 მსოფლიო

ალასკის სანაპიროს მახლობლად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით რუსულმა წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა. აშშ-ის არმიის ჩრდილოეთის სარდლობა ტვიტერზე იუწყება, რომ რუსულ გემს ყურადღებით აკვირდება.

ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, რუსული წყალქვეშა ნავი შეერთებული შტატების ტერიტორიიდან შორს, საერთაშორისო წყლებში იმყოფება და მისგან რაიმე დახმარების თხოვნა არ მიუღიათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალასკის მახლობლად იმყოფება ატომური წყალქვეშა კრეისერი „ომსკი“, რომელიც ბერინგის ზღვაში, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს.

ბერინგის ზღვაში რუსეთის სამხედრო წვრთნებმა ამერიკული თევსაჭერი გემების შეშფოთება გამოიწვია. რამდენიმე მათგანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურს აცნობა, რომ გზად რუსულ გემებს გადააწყდნენ. სანაპირო დაცვა დაუკავშირდა სამხედრო სარდლობას, რომელმაც დაუდასტურა, რომ ბერინგის ზღვაში რუსეთი სამხედრო სწავლებას ატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S