ბოლო 24 საათში უკრაინაში COVID-19–ით 2 438 ადამიანი დაინფიცირდა
28/08/2020 08:28:59 მსოფლიო
ბოლო 24 საათში უკრაინაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2 438 ადამიანი დაინფიცირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ვირუსით დაინფიცირდა 114 497 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 2451 შეადგინა.
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 836 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 650 000–ს გადააჭარბა, 17 108 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1455-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1196 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


