მედია: პოლონეთი 46 ქვეყნიდან ავიარეისებს აღარ მიიღებს
28/08/2020 08:09:11 მსოფლიო
პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს,– იუწყება მედია მთავრობის გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიაზე დაყრდნობით. მიზეზი ახალი ტიპის ვირუსის პანდემიაა.
46 ქვეყანას შორისაა აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, სომხეთ, ყაზახეთი, მოლდოვა, რუმინეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ისრაელი, და ა.შ.
როგორც „ტივიენ 24“ იუწყება, მთავრობის დადგენილების პროექტი 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. ახალი წესები ძალაში ორი სექტემბრიდან შევა.
პროექტში ნათქვმია, რომ ფრენების აკრძალვა არ შეეხება სპეციალური შეკვეთით და პრემიერ – მინისტრის თანხმობით შესრულებულ რეისებს.
კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, პირველ სექტმებერს გამოქვყენდება.


