Accentnews.ge
ნატო–მ რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს

ნატო–მ რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს

28/08/2020 06:46:54 მსოფლიო

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც სტოლტენბერგმა Reuters-ს განუცხადა, ნატო პატივს სცემს ბელარუსის სუვერენიტეტს და ამ ქვეყნის საზღვართან საკუთარ სამხედრო ძალებს არ ზრდის, ხოლო ბელარუსის მომავლის განსაზღვრა თავად ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა.

27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას თხოვნით, რუსეთში შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რეზერვი, რომელიც ბელარუსს „დაეხმარება“ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, “ექსტრემისტული ელემენტები“ ზღვარს გადავლენ და ყაჩაღობას დაიწყებენ.

ბელარუსის მეზობელი ქვეყნის პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ რუსეთს მიმართა, დაუყოვნებლივ თქვას უარი კონტროლის აღდგენის ცრუ საბაბით ბელარუსში სამხედრო ინტერვენციის გეგმაზე. პოლონეთის პრემიერი ტვიტერზე წერს, რომ ეს მტრული აქტი არღვევს საერთაშორისო სამართალს და ბელარუსიელი ხალხის უფლებას, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა ბელარუსში გამოყენების მიზნით, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ბელარუსის საზოგადოების კონსოლიდირებულ პოზიციას. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მხოლოდ მშვიდობიანი აქციები, რომლებსაც მხარს უჭერს ბელარუსის მოქალაქეთა უმრავლესიბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S