Accentnews.ge
მინსკში საპროტესტო აქციაზე 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციაზე 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს

28/08/2020 06:24:33 მსოფლიო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს,– იუწყება გამოცემა MEDUZA.

დაკავებულებს შორის არიან Associtated Press-ის, Reuters-ის, BBC-ის, რადიო თავისუფლების, ТАСС-ისა და РИА-ს ჟურნალისტები.

გამოცემის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ჟურნალისტები დოკუმენტების გადასამოწმებლად აიყვანეს.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება: მოქალაქეები ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S