რატიანი ამბობს, რომ შატილის გზაზე დაშავებულებთან დადებითი დინამიკა ნარჩუნდება
28/08/2020 06:20:21 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება, თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.


