Accentnews.ge
"რუსეთი ბელარუსის ეკონომიკას 1 მლრდ დოლარის ოდენობის ვალის რეფინანსირებით დაეხმარება"

"რუსეთი ბელარუსის ეკონომიკას 1 მლრდ დოლარის ოდენობის ვალის რეფინანსირებით დაეხმარება"

27/08/2020 17:25:43 მსოფლიო

"რუსეთი ბელარუსის ეკონომიკას 1 მლრდ დოლარის ოდენობის ვალის რეფინანსირებით დაეხმარება", – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, "ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების დროს ქვეყნის ვალუტის კოლაფსს არ დაუშვებს".

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–19 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S