Accentnews.ge
„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 28, 29 და 30 აგვისტოს რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 28, 29 და 30 აგვისტოს რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

27/08/2020 14:34:58 საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 28, 29 და 30 აგვისტოს რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე ვაგონების რაოდენობას დაემატება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფფორმაციით, თბილისიდან მატარებელი 10:30 საათზე გავა, რომელიც ბათუმში 15:30-ზე იქნება, ხოლო ბათუმიდან 19:05 საათზე გამოვა და თბილისში კი 00:10-ზე იქნება.

კომპანიის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

„გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S