თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს
27/08/2020 13:34:33 მსოფლიო
თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები 1–2 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მტკიცეა გადაწყვეტილებაში, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია, რათა შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში თავისი უფლებები მოიპოვოს.
“იმასთან დაკავშირებით რაც ჩვენია, კომპრომისზე არ წავალთ. გადაწყვეტილი გვაქვს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა,“- აღნიშნა ერდოღანმა და ანკარას მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდა, "თავიდან აიცილონ ისეთი შეცდომები, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს".
ცნობისთვის: დასავლეთმა თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოების შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე აგრძელებს.


