პუტინმა ბელარუსის "დასახმარებლად" ძალოვნების რეზერვი შექმნა
27/08/2020 12:37:07 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვი შექმნა, რომელიც "აუცილებლობის შემთხვევაში ბელარუსს დაეხმარება".
BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ძალებს არ გამოიყენებენ მანამ, სანამ "ექსტრემალური ელემენტები არ გადავლენ საზღვრებს, დაიწყებენ არეულობას".
მისივე თქმით, რუსეთს უსაფრთხოების სფეროში ბელარუსის წინაშე ვალდებულება აქვს:
"მთლიანობაში, ვითარება ბელარუსში ახლა ლაგდება. ვიმედოვნებ, ყველა პრობლემა - და ისინი, რა თქმა უნდა, არსებობს, სხვა შემთხვეაში ადამიანები ქუჩაში არ გამოვიდოდნენ - გადაწყდება კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში, მშვიდობიანი საშუალებებით", - თქვა პუტინმა ტელეარხ Россия 1-თან ინტერვიუში.


