Accentnews.ge
კალაძე: „მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა“

კალაძე: „მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა“

27/08/2020 11:22:35 საზოგადოება

თბილისში კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ფეხით მოსიარულეებს შესაბამისი სივრცე ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები გააცნო.

„მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტრო სკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი რომ აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მსგავსად, თბილისის ქუჩები ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დედაქალაქს მოერგოს.

პრეზენტაციაზე მან დარგის სპეციალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ექსპერტებსა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის წევრებს, რომლებიც პროექტის განხორციელებაში არიან ჩართული, მადლობა გადაუხადა:

„მინდა, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. ის, რაც დღეს კეთდება, ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, გამონაბოლქვი ყველას გვაწუხებს. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოწესრიგდეს და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. ბოლო დღეებია ისმის შეკითხვები – სექტემბერი მოვა და მერე რა იქნება? პირდაპირ გეტყვით – იქნება ის, რაც წლების წინ სწავლის დაწყების დროს ხდებოდა, მაგრამ ერთი განსხვავებით – საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე და მოქალაქეები ტროტუარებზე გადაადგილდებიან. შესაბამისად, ეს მიმართულება, რაც ჩვენ ავიღეთ, თბილისს სჭირდება. იმედი მაქვს, თქვენი მხარდაჭერის. ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ იმას, რომ ეს ქალაქი ყველასთვის იქნება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S