Accentnews.ge
სირიაში რუს ჯარისკაცებთან საგზაო ინციდენტის დროს ოთხი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

სირიაში რუს ჯარისკაცებთან საგზაო ინციდენტის დროს ოთხი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

27/08/2020 11:02:23 მსოფლიო

სირიაში რუსეთის სამხედრო პოლიციასთან საგზაო ინციდენტის დროს ოთხი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანება მიიღეს, როცა მათ ავტომანქანას რუსეთის ჯავშანსატრანსპორტო ავტომობილი შეეტაკა,– იუწყება ABC News.

ირკვევა, რომ ინციდენტი 25 აგვიტოს, დილით სირიის ქალაქ დერიკთან მოხდა.

აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ საერთაშორისო კოალიციის პატრული შეხვდა რუსეთის სამხედრო პატრულს. რუსეთის ჯავშანტრანსპორტიორი შეეჯახა ამერიკელების ჯავშანმანქანას, რომლის ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.

26 აგვისტოს გამოცემა Русская весна-მ" გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ მისდევს ტრანსპორტი რუსეთის დროშებით აშშ-ის ტექნიკას, რის შემდეგად ხდება შეტაკება.

ვიდეოზე ჩანს ორი ამერიკული ჯავშანავტომობილი „ტაიფუნი“, რომლებსაც გარს არტყამს „ტიგრის“ ტიპის ჯავშანმანქანები, სატვითრო მანქანა „ურალი“, ხოლო კოლონის თავზე დაფრინავენ შვეულმრენები Ми-8 და Ми-24ВМ.

რუსეთი თავდაცვის სამინისტრო თავის კომენტარში ამბობს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იცოდნენ რუსეთის კოლონის გადაადგილების შესახებ, მაგრამ შეეცადნენ მისთვის გზა გადაეკეტათ. თეთრ სახლში რუსი სამხედროების ქმედებებს არაპროფსიონალური უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S