Accentnews.ge
10 სამარშრუტო დერეფანი, სადაც 12 და18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

10 სამარშრუტო დერეფანი, სადაც 12 და18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

27/08/2020 10:51:24 საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლებული სისტემის ფარგლებში თბილისის მასშტაბით მოეწყობა 10 სამარშრუტო დერეფნები, რომელზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მერმა კახა კალაძემ და მოადგილე მაია ბითაძემ საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით დეტალები გააცნეს. კერძოდ, ბითაძის თანახმად, ახალი სქემის ფარგლებში მაქსიმუმ მოცდის დრო 7-15 წუთი იქნება, ხოლო 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის მაქსიმუმ 10-15 წუთი.

როგორც სქემით ხდება ცნობილი, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებით გადაადგილება ვარკეთილიდან გლდანამდე, ვაკიდან გლდანამდე, საბურთალოდან ვარკეთილში და ა.შ. იქნება შესაძლებელი. შიდა ქუჩები კი ცენტრალურ ნაწილს 8 და 12-მეტრიანი ავტობუსებით ან მიკროავტობუსები დაუკავშირდება.

ბითაძის თქმით, ქალაქის მასშტაბით დაყენდება "ჭკვიანი შუქნიშნები", რომლებიც სინქრონში იქნება ერთმანეთთან აწყობილი და შეამცირებს საწვავის გამონაბოლქვია მოცულობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S