11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა
27/08/2020 09:11:53 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების - სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრია, ორი ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან არის კავშირში, ორი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
"ამ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი. მათგან უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქია, რვას აღენიშნება პნევმონია, თუმცა არა მძიმე.
ერთი კვირაა ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობს უფასო „პისიარ“ ტესტირება. გუშინ გაუკეთდა კვლევა 116 პირს. უმეტესობის პასუხს ველოდებით დღის ბოლოსთვის ", - განაცხადეს უწყებაში.


