სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
27/08/2020 08:59:04 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 27-28 აგვისტოს საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.


