Accentnews.ge
რიგი სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება

რიგი სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება

27/08/2020 08:46:26 საზოგადოება

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.

„მოგეხსენებათ, სასწავლო წელი იწყება არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამითა და ნიჭით სწავლობს საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით. ეს იყო 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ეფექტური მუშაობის შედეგად, დადგინდა ახალი მიმართულება – ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობდნენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და აქ ბილეთის ღირებულება არ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ამ პროგრამასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S