ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს შატილის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
27/08/2020 08:02:26 საზოგადოება
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
ლუკაშენკოს თანახმად, ბელარუსში დიდი ტკივილით აღიქვეს ავტობუსის ვარდნის შედეგად ადამიანების ტრაგიკული სიკვდილი და ის სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს.
შატილთან 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ლუკაშენკოს სამძიმრის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა და ზურაბიშვილს ლუკაშენკასთვის არ მიულოცავს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი.


