აშშ–ში ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდეს
27/08/2020 07:27:42 მსოფლიო
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოახლოებული ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს.
BBC-ის თანახმად, მეოთხე კატეგორიის შტორმი ტეხასისა და ლუიზიანას შტატებს უახლოვდება, ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრია და თუკი აღნიშნული სიჩქარე შენარჩუნდება, შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქარიშხალი დაატყდება თავს.
მოსალოდნელი სტიქიის გამო ნახევ მილიონამდე მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარიშხალი „ლაურა“ მექსიკის ყურის სანაპიროს ნაწილში, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკებს გამოიწვევს.
„ქარიშხალი ხუთშაბათს აღმოსავლეთ ტეხასისა და დასავლეთ ლუიზიანას ნაწილებსაც მიაღწევს“, -აცხადებენ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში.


