სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 230 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
27/08/2020 07:00:54 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 11 ახალი პაციენტიდან ერთი სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ექვსი COVID-19–ით ინფიცირებულთან კონტაქტია, ხოლო ოთხი – შემოტანილი.
მისივე ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 230 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17–ის – მძიმე.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ 40 პირს, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მათ შორის სამხედროები არ არიან. როგორც ცნობილია, ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მყოფი 39 ქართველი სამხედრო დაინფიცირდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს. მათი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 11 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 40 პირი გამოჯანმრთელდა. ვირუსმა საქართველოში ჯამში 19 პაციენტი იმსხვერპლა.


