ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 4–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
27/08/2020 06:34:22 მსოფლიო
ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 4–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე –ღამის განმავლობაში საფრანგეთში ვირუსით 5 429 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ტალიაში –1367.
საფრანგეთში სადღეისოდ საავადმყოფოში მკურნალობს 4 600-მდე კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი, მათგან 410-ის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ვირუსს ქვეყნის მასშტაბით 30 544 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 253 587 შემთხვევა.


