Accentnews.ge
ტრამპი გამოდის ინიციატივით, მან და ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ

ტრამპი გამოდის ინიციატივით, მან და ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ

27/08/2020 06:23:01 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, მომავალ თვეში დაგეგმილი პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების წინ, მან და ჯო ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ.

როგორც პრეზიდენტმა გამოცემა „Washington Examiner“-თან ინტერვიუში განაცხადა, მან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის ტელედებატების დროს, მოულოდნელი გაუმჯობესება შეამჩნია.

3 ნომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სამი დებატია დაგეგმილი.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატების ბოლო დებატები 15 მარტს გაიმართა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ვერმონტის სენატორს ბერნი სანდერსს შორის შედგა.

„მე არ ვიცი, როგორ შეეძლო მას ყოფილიყო ასეთი არაკომპეტენტური დევატების დროს და შემდეგ, მოულოდნელად კარგად წარმდგარიყო ბერნის წინააღმდეგ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გლადიატორთა ბრძოლას შეადარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S