პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ინდოეთში დაფიქსირდა
27/08/2020 06:26:19 მსოფლიო
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ინდოეთში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 75 760 ადამიანი დაინფიცირდა და 1023 გარდაიცვალა.
უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით 3.31 მლნ ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 60 472-ს აღწევს.


