საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან 4–ჯერ მეტი პირი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
27/08/2020 06:14:38 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 11 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, 1436–მდე გაიზარდა ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა. მონაცემები მთავრობის მიერ შეექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განახლდა.
ამავე მონაცემებით, ჯამში გამოჯანმრთელდა 1190 პირი, მათგან ბოლო 24 საათში – 40.
- საქართველოში პანდემიას ემსხვერპლა 19 პაციენტი.
- კარანტინის რეჟიმში რჩება 6010 პირი.
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 236.
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


