ბოლო 24 საათში იტალიაში Covid-19–ით 1 367 ადამიანი დაინფიცირდა, ყველაზე საგანგაშოდ ღამის კლუბ "მილიარდერთან" დაკავშირებულ ე.წ. კლასტერს მიიჩნევენ
27/08/2020 06:08:31 მსოფლიო
მაისის შემდეგ პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1367 ადამიანი დაინფიცირდა და 13 გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის ხელახლა დაწესების საკითხს არ განიხილავს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე საგანგაშოდ ღამის კლუბ "მილიარდერთან" დაკავშირებულ ახალ ე.წ. კლასტერს მიიჩნევენ. ხელისუფლება მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ კლუბში იმყოფებოდა, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 262 540 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 35 458-ს აღწევს.


