ავღანეთში წყალდიდობას 100–მდე ადამიანის ემსხვერპლა
27/08/2020 05:59:28 მსოფლიო
წყალდიდობას ავღანეთში 100–მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულთა რაოდენობა 90-ს აღწევს.
ფარვანის პროვინციაში, ამ ეტაპზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.


