„სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო
26/08/2020 14:38:45 საზოგადოება
მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც მეტროპოლიტენში განაცხადეს, „სადგურის მოედანზე“ მატარებელი დაზიანდა, რამაც მოძრაობის შეფერხება განაპირობა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“ მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.


