Accentnews.ge
გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თურქეთშია შეფერხებული

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თურქეთშია შეფერხებული

26/08/2020 12:09:32 საზოგადოება

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ის შემთხვევის დროს საბერძნეთში იმყოფებოდა და საქართველოს მიმართულებით გამოემგზავრა, თუმცა ამ დროისთვის თურქეთში, სტამბულის აეროპორტშია შეფერხებული.

როგორც მოზარდის უფროსმა დამ ნათია აბჟანდაძემ, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთში იმყოფება, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, დედამისს დოკუმენტებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა და დახმარებს ითხოვს.

ცნობისთვის: ოფიციალური ცნობით, 11 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაა დაკავებული. მას სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ირწმუნება, რომ შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიების ვერსიით კი კაცი მოზარდზე სისტემატიურად ძალადობდა და სუიციდიც სავარაუდოდ, აღნიშნულმა განაპირობა. ძალადობის შესახებ საუბრობენ მოზარდის ნათესავები და მეზობლებიც.

განახლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები.

უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში. ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას „პისიარ“ ტესტირებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S