"იმასთან დაკავშირებით რაც ჩვენია, კომპრომისზე არ წავალთ. შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში ჩვენი უფლებების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ"
26/08/2020 10:30:21 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მტკიცეა გადაწყვეტილებაში, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია, რათა შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში თავისი უფლებები მოიპოვოს.
“იმასთან დაკავშირებით რაც ჩვენია, კომპრომისზე არ წავალთ. გადაწვეტილი გვაქვს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა,“- აღნიშნა ერდოღანმა და ანკარას მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდა, "თავიდან აიცილონ ისეთი შეცდომები, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს".
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოების შეწყვეტისკენ თურქეთს დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე აგრძელებს.


