Accentnews.ge
ქართველ მებრძოლს აშშ–ში COVID-19 დაუდასტურდა

ქართველ მებრძოლს აშშ–ში COVID-19 დაუდასტურდა

26/08/2020 09:54:22 საზოგადოება

ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს COVID-19 დაუდასტურდა. შესაბამისად, დაგეგმილი ბრძოლა აღარ გაიმართება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქართველმა მებრძოლმა განუცხადა, ახალი ტიპის ვირუსი მას ლას ვეგასში ყოფნისას დაუდგინდა. ცნობილია, რომ მებრძოლები ღონისძიების დაწყებამდე დღეში რამდენიმეჯერ გადიან ტესტს კორონავიურსზე.

"სამწუხაროდ, ალექს კასერესთან უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დამიდასტურდა. მე ჩემს გუნდთან ერთად ლას ვეგასში ვიმყოფებოდი და მოუთმენლად ველოდი ჩემს კარიერაში ამ ეტაპზე ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას, თუმცა, სამწუხაროდ ასეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, ამჟამად, უკვე კალიფორნიის მთაში (Big bear) თვითიზოლაციაში ვიმყოფები და აქ გავივლი მკურნალობას",– განაცხადა ჭიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სულ სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული და სამივე შეხვედრა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S