Accentnews.ge
შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებს COVID-19ზე უფასო ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებს COVID-19ზე უფასო ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

26/08/2020 09:50:39 საზოგადოება

შავი ზღვისპირეთში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება – ბათუმსა და ქობულეთში განთავსებულია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც მიმდინარეობს ტურისტების ტესტირება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.

„მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებს და ტურისტს, ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება, რაც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს და ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო მეტ პრევენციას მოახდენს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S