Accentnews.ge
კალაძის თქმით, ბაღის აღსაზრდელები საკვებ რაციონს 1 ოქტომბრამდეც მიიღებენ

კალაძის თქმით, ბაღის აღსაზრდელები საკვებ რაციონს 1 ოქტომბრამდეც მიიღებენ

26/08/2020 08:40:47 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის ცობით, ბაღის აღსაზრდელები კუთვნილ საკვებ რაციონს 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდეც მიიღებენ.

„მაქსიმალურად უზრუნველყავით, მოაწესრიგეთ, გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან. როგორც წინა შემთხვევაში იყო, გქონდეთ ჩალაგებული პარკებში, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ ახლში წაიღონ და საკვები დაუმზადონ ბავშვებს“,- დაავალა კალაძემ საკუთარ მოადგილეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, თბილისის მერმა მოადგილეებსა და სხვადასხვა განყოფილებების უფროსებს დაავალა, რომ თანამშრომლებმა, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, საქმიანობა კვლავ მსგავს რეჟიმში განაგრძონ:

„თუ აუცილებლობა არ არის, რომ ეს თანამშრომლები გვყავდეს სამსახურში, შევინარჩუნოთ ასე. დისტანციურად იმუშავონ ისე, რომ საქმე არ გაგიფუჭდეთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S