Accentnews.ge
რა მოთხოვნების დაცვა მოუწევთ თეატრებს

რა მოთხოვნების დაცვა მოუწევთ თეატრებს

26/08/2020 08:36:48 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განმარტა, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ თეატრებს საქმიანობის აღდგენის შემდეგ. კერძოდ, სავალდებულო იქნება შენობაში პირბადის ტარება, მაყურებლები დასხდებიან თითო სკამის გამოტოვებით, ასევე განისაზღვრება სპექტაკლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი - 3 საათი.

"აქაც სავალდებულო იქნება სკრინინგის განხორციელება, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულზე იქნება 1 ადამიანის დაშვება, განისაზღვრება ღონისძიების ზედა ზღვარი, ეს არის 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ასევე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე", - განმარტა ფერაძემ.

ამასთან,ცნობილია, რომ შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხვალ გახდება ცნობილი.

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, სკოლები და კინოთეატრები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, ხოლო საბავშვო ბაღები და თეატრები 1 ოქტომბრიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S