Accentnews.ge
„კოვიდის“ რამდენიმე ვაქცინა გვიან შემოდგომაზე შესაძლოა, დამტკიცდეს, მის მისაღებად მოლაპარაკებებში საქართველოც ჩართულია"

„კოვიდის“ რამდენიმე ვაქცინა გვიან შემოდგომაზე შესაძლოა, დამტკიცდეს, მის მისაღებად მოლაპარაკებებში საქართველოც ჩართულია"

26/08/2020 08:16:22 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზეა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „კოვიდის“ რამდენიმე ვაქცინა გვიან შემოდგომაზე შესაძლოა, დამტკიცდეს, მის მისაღებად მოლაპარაკებებში საქართველოც ჩართულია".

"კოვიდის" ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე შედის, ცხრამდე ვაქცინა კლინიკურ კვლევებს გადის, აქედან სამი მესამე ფაზის კვლევებშია და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა. ორგანიზაციის „ვაქცინების გლობალური ალიანსი“ კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საგარეო და ფინანსთა სამინისტროები. არის გარკვეული პირობები, თუ რა ეტაპები უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებ განაცხადთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S