Accentnews.ge
ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19–ით 2-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19–ით 2-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

26/08/2020 07:16:32 მსოფლიო

ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19–ით 2-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იტალიაში კი – 876.

უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 237 572 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 9 345-ს აღწევს.

ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 823 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 000 000–ს გადააჭარბა, 16 614 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1436-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S