Accentnews.ge
სადღეისოდ ქვეყანაში covid-19–ის 259 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

სადღეისოდ ქვეყანაში covid-19–ის 259 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

26/08/2020 07:05:00 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთი დაავადებულთან კონტაქტია, ორი სამედიცინო პერსონალი გახლავთ, ხოლო ოთხი შემოტანილია.

მისივე მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში არსებულ კოვიდ–ცენტრებში 259 პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 23–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის: ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე საქართველოში ახალი ტიპის ვირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 150 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S