საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
26/08/2020 05:35:50 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული., მათგან 1 150 პირი გამოჯანმრთელდა. გასულ 24 საათში კოვიდ–ცენტრები არც ერთ პაციენტს არ დაუტოვებიათ.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.


