მესის გადაწყვეტილების შემდეგ "ბარსელონას" ფანები კლუბის ოფისთან იკრიბებიან
25/08/2020 19:45:19 მსოფლიო
„ბარსელონას” გულშემატკივრებმა კლუბის ოფისთან შეკრება დაიწყეს. აღნიშნული ლიონელ მესის მიერ კატალონური გუნდის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
"დღეს "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სამწუხარო დღეა. ლიონელ მესი აცხადებს, რომ კარიერის "ბლაუგრანაში" გაგრძელება არ სურს. კლუბში გატარებული 20 წლის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე "ბარსელონას" ტოვებს, ხოსეპ მარია ბართომეუ კი რჩება. პრეზიდენტი, რომელმაც მესის შენარჩუნება ვერ შეძლო", – აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი.
6 ოქროს ბურთის გამარჯვებულმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება ბოლო წლების განმავლობაში კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე მიიღო, რაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" განადგურებით (2:8) დასრულდა. 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიურ გრანდში 20 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ – ჩემპიონთა ლიგა.


