Accentnews.ge
თურქეთმა Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

თურქეთმა Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

25/08/2020 17:17:44 მსოფლიო

თურქეთმა Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო. 15 ივნისის შემდეგ პირველად, თურქეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 1502 ადამიანი დაინფიცირდა და 24 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით 261 194 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 6 163-ს აღწევს.

რაც შეეხება იტალიას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 261 174 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 817 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 812 000–ს გადააჭარბა, 16 364 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1429-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S